1. პროექტის სახელი: “ჩემი ქალაქის ქუჩები”
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები პროექტის ფარგლებში შეარჩევენ თავიანთი ქალაქის ხუთ ქუჩას. მოიძიებენ ამ ქუჩებზე ინფორმაციებს. ვის საპატივცემულოდ ქვია სახელი, რით არის ეს ქუჩები საინტერესო, რა ღირსშესანიშნაობები მდებარეობს ამ ქუჩაზე, წავლნენ და მოინახულებენ ამ ქუჩებს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები თბილისის მრავალი ქუჩიდან შეარჩევენ 5 ქუჩას. დაიყოფიან ჯგუფებად და თითო ქუჩაზე მოიძიებენ მასალებს, გაიგებენ ვის სახელს ატარებენ ქუჩები, მოიძიებენ ინფორმაციებს ამ ქუჩაზე მცხოვრები ცნობილი პიროვნებების შესახებ,რით არის ესა თუ ის ქუჩა გამორჩეული, რა ღირსშესანიშნაობები მდებარეობს ამ ქუჩაზე, წავლნენ და დაათვალიერებენ ამ ქუჩებს, გაესაუბრებიან მოსახლეობას. მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით მოამზადებენ პრეზენტაციებს, რომლებსაც პროექტის დასრულებისას წარადგენენ სხვა ჯგუფებისა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე. შექმნიან ერთობლივ ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციებს და ფოტო მასალას.
4. მონაწილეთა ასაკი: VIII _IX კლასები, 13-14-15 წლის მოსწავლეები
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული ინფორმაციების დამუშავება-დახარისხება. ღონისძიებების დაგეგმვა,პრეზენტაციების გაკეთება.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები პროექტის შედეგად უფრო კარგად გაიცნობენ თავიანთ ქალაქს, გაიმდიდრებენ ცოდნას და დახვეწენ ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარ_ჩვევებს. განივითარებენ ინტერვიუს ჩაწერის უნარს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მათს სოციალიზაციას, ისწავლიან როგორ უნდა დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, მუსიკა.
10. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო კოვზირიძე
11. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninomaswi@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий